აქტუალობა: ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით გარემოს დაბინძურების შემთხვევებს, რაც უარყოფითად აისახება თვით გარემოზე და ასევე ჩვენს ჯანმრთელობაზე, მოსწავლეები ხშირად საუბრობდნენ ამ პრობლემაზე, ასევე საუბრობდნენ რომ საჭიროა, მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას ჩამოვუყალიბოთ ბუნების დაცვის აუცილებლობის შეგნება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას და თანატოლებთან ურთიერთობას , რაც მნიშნელოვან როლს თამაშობს მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
პროექტში მონაწილენი: მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის მიზანი: ბუნების დაცვა, ბუნების დაცვის მნიშვნელობის სწავლება
მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
Ø განუვითარდეს სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: კონსტრუქციული თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.
ზ. კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან
პროექტის ამოცანები:
სამუშაო გეგმის შემუშავება
დავალებების გადანაწილება
კითხვარების და ჩანაწერების გაკეთება.
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით
დისკუსია, ფილმის ჩვენება
შეძენილი ინფორმაციების დახარისხება და პრეზენტაციისათვის მზადება
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
პროექტის პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კონსტრუქციული თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.ჩამოუყალიბოს მოსწავლეებს კონსტრუქციული თანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიული პრინციპების აღიარების უნარები.
დაკვირვების საფუძველზე აღწერონ ლოკალური გარემო;
განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
დაბინძურებული გარემოს შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე მოსაზრებების გამოთქმა, მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან გარემოს დაბინძურება;
ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები, მასწავლებელი.
მატერიალური რესურსი: - ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, მარკერი, თაბახის ფურცლები, ფლიფჩარტი, ფოტოაპარატი, ვიდეოაპარატი.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
შეხვედრა პირველი
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსობინე (ვმვ) სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე, შევთავაზე პროექტზე მუშაობა
შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა გადავანაწილეთ დავალებები • დავალებების გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
შევთავაზე აქტივობა – „ექსკურსია ბუნებრივ გარემოში“ ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არაამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსგანაა.
უპასუხეს კითხვებზე და გააკეთეს ჩანაწერები.
1. სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2. როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
3. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
შეხვედრა მეორე
მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებით მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედებების სავალალო შედეგები. წარვმართეთ დისკუსია
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბნაგვიანებას ადამიანისათვის?
მოსწავლეები აღწერენ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტოებს - როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს, ჰაერის დაბინძურება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი. პასუხი კითხვაზე.- ვის ელის საფრთხე ამ გარემოში? მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გამოთქვეს ვარაუდები და გააკეთეს ჩანაწერები სურათების შესაბამისად.
შეხვედრა მესამე
ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია კითხვებზე:
- როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის წყლის და საერთოდ გარემოს დანაგვიანება?
- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
- პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ საკლასო ოთახში გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და გააკათეს ნახატი სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესახებ, რომელზეც ნათლად ჩანდა ის გარემო პირობები თუ როგორ იქმნება სუფთა და დანაგვიანებული გარემო.
ჯგუფის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღო ნამუშევრის პრეზენტაციაში დროის ლიმიტის დაცვით.
შეხვედრა მეოთხე
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
შეხვედრა მეექვსე
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.
შეხვედრა მერვე
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები: ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას, ასევე უამინდობა, უამინდობის შემთხვევები ჩანაცვლდება სადისკუსიო აქტივობებით.
შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის მასწავლებელი)
.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტი ხელს შეუწყობს:
1. მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას;
2. მოსწავლეებისა და მოსახლეობის გარემოსდაცვით საკითხებში ცნობიერების ამაღლებას;
3. მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენას, დამოუკიდებელი და ჯგუფებში მუშაობის უნარების განვითარებას, საკუთარი აზრის ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარის განვითარებას, სხვისი აზრის პატივისცემის უნარის განვითარებას;
4. გარემოს დაცვისთვის ხელშეწყობას.
პროექტის ხელმძღვანელი: თათია ხინტკირია
ბიუჯეტი: სკოლის წილი
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი
სამუშაო გეგმა
საპროექტო საქმიანობები პასუხისმგებელი პირი ვადები თვეების მიხედვით
ცოდნის გააქტიურება (ვმვ) სქემის ვიცი, მინდა ვიცოდე მოსწავლე
მასწავლებელი
დოკუმენტური ფილმის, ჩვენება, რომელშიც ასახულია დაბინძურებული გარემო მოსწავლე
მასწავლებელი
ექსკურსია სკოლის გამწვანებულ გარემოში და მცირე დისკუსია მასწავლებელი
მოსწავლე
პლაკატების შექმნა მოსწავლე
სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიის დაასუფთავება მასწავლებელი
პრეზენტაცია მოსწავლე
მასწავლებელი
შეფასება
მონიტორინგი შეფასება ვის მიერ როდის რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი მასწავლებელი მოსწავლეებიმასწავლებელი პროექტოს მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შვალედური მონიტორინგი მასწავლებელი პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის სქემა
საბოლოო შეფასება მოსწავლეები პრეზენტაცია ანგარიში
მონიტორინგი
პროექტოს მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები მონიტორინგის ინდიკატორები თარიღი
1.ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის სანდოობას ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის გამოყენებული ლიტერატურის ,ინტერნეტ აიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
2.ვამოწმებთ პროწქტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
3.შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას კგუფის წევრების შორის
4.ართმებს თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვაკვირდებით მოსწავლეებს,რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
5.იცავენ თუ არა დროის ლიმიტს ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
შეფასება
პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:
მონიტორინგი/
შეფასება
|
ვის მიერ
|
როდის
|
რა კრიტერიუმებით
|
პირველი შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი,
მოსწავლეები
|
18.IX.2019
|
პროექტზე მიმდინარეობის
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
|
მეორე შუალედური
მონიტორინგი
|
მასწავლებელი
|
25.IX.
2019წ
|
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
|
საბოლოო შეფასება
|
მოსწავლეები
|
8.X. 2019 წ
|
პრეზენტაცია
|
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:
პროექტის მონიტორინგისთვის
საჭირო საქმიანობები
|
მონიტორინგის
ინდიკატორები
|
თარიღი
|
1.
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის
სანდოობას
|
ვამოწმებთ მოძიებული
ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების
სანდოობას
|
23.IX.
2019 წ
|
2.
ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
|
მათ მიერ მოძიებულ
ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
|
30.IX.
2019 წ
|
3.
შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
|
ვაკეთებთ ანონიმურ
გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
|
3.X.2019 წ.
|
4.
ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
|
ვაკვირდებით
მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
|
დიახ
|
5.
იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
|
ვამოწმებთ პროექტის
გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
|
დიახ
|
პროექტის განხორციელების
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარი
|
შედგა თუ არა
თანმშრომლობა
|
დიახ შედგა
|
იყვნენ თუ არა
მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
|
მოტივაცია განაპირობა რესურსების ძიებამ.
|
ჰქონდა თუ არა
მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
|
დიახ
|
იყვნენ თუ არა
ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
პასიურობა ჯგუფში არ აღინიშნებოდა.
|
No comments:
Post a Comment