გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’

პროექტის სახელწოდება:,,

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ‘’
პროექტის  აქტუალობა:     პროექტი მდგრადია ვინაიდან იგი არებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტში მონაწილენი: მოსწავლეები, მშობელთა ჩართულობა
პროექტის ხანგრძლივობა: 2
პროექტის მიზნები:   • მოსწავლეებს განუვითარდეს ემპათიის უნარი და სანამ ატკენენ ერთმანეთს გულს დაფიქრდნენ თავიანთ საქციელსა თუ სიტყვაზე.
შეძლონ სხვისი გრძნობების გაზიარება იგრძნონ და გაითავისონ რას იგრძნობენ იგივე სიტუაციაში.
მოსწავლეები გაიაზრებენ სხვადასხვა აქტივობებით და მიხვდებიან რომ ყველა წყენა თავის კვალს ტოვებს ადამიანის გულში.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზანი:
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
პროექტის ამოცანები:

სამუშაო გეგმის შემუშავება
დავალებების გადანაწილება
დღიურის შექმნა
დისკუსია, ფილმის ჩვენება
პრეზენტაციისათვის მზადება
კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა
პროექტის პრეზენტაცია

     
 
მოსალოდნელი შედეგები: მოსალოდნელია ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება.
ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება .


ადამიანური რესურსი: - მოსწავლეები,  დამრიგებელი, მშობლები
მატერიალური რესურსი: - პროექტორი-,  ნოუთბუქი-1, ფოტოები, ვიდეო რესურსი ინტერნეტიდან.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმინობები:
პირველი შეხვედრა:
აქტივობა N1 მოსწავლეებს დავურიგებ ფერად ბარათებს სადაც გამოხატული იქნება სმაილები  ( სიცილის, დაცინვა და წყენის)

მოსწავლეებს დავსვამ წრეზე და ვკითხულობ სტუაციებს და მოსწავლეებმა უნდა აწიონ სმაილები რომელიც გამოხატავს ამ სიტუაციაში გრძნობას .
ბავშვს ნაყინი ჩამოუვარდა კონუსიდან;
მას დაბადების დღე აქვს ;
ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
სურს , რომ უფროსებმა ახალი სათამაშო იყიდონ;
სკოლაშია და მოშივდა;
მიდის სტუმრად ახალ გადმოსულ თანაკლასელთან;
ყური სტკივა და სიცხე აქვს;
ბავშვს ბიძაშვილმა საჩუქარი აჩუქა;
მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
სკოლაში ბებიას ელოდება რომელიც იგვიანებს;
ბავშვის ლეკვს ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

ამით მოსწავლეებს დავანახებ  რომ სხვადასხვა სიტუაციას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა გრძნობით გამოხატავს წაქცეულ გავშვზე გაეცინა ვიღაცა კი ატირდა.

მოსწავლეებს ვესაუბრები სიკეთის მნიშვნელობაზე, შევთავაზებ პროექტზე მუაობას შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ დავალებებს
დავალებებს გადანაწილება მოხდება შესააბამისად განსხვავებული ინტერესისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.



აქტივობა N2
დიდი ფორმატის ფურცელზე ამოვჭრი გულს და ყველა ბავშვს მივცემ საშუალებას დაკუჭონ და შემდეგ გაშალონ ეს გული და ვანახებ რომ აი ასე არის ადამიანის გული და მისი პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლებელია, როგორც ქაღალდისთვის და იტოვებს ბზარებს და შევიმუშავებთ სლოგანს ,,გული ქაღალდივითაა’’ და ამ გულს და ამ სლოგანს მთელი პროექტის მანძილზე გამოვაკრავთ საკლასო ოთახში.


შეხვედრა მეორე:
აქტივობა N3
მოსწავლეებს ვურიგებ  თაბახის ფურცლებს სადაც იქნება დახაზული ცხრილი და კვირის დღეები და დავავალებ შემდეგ შეხვედრაზე მოიტანონ შევსებული. თითეული დღეების მიხედვით რამდენი სიკეთე გააკეთეს ან რა აწყენინეს ვინმეს და ასეთივე დახაზული დიდი ფორმატის ფურცელზე  გამოვაკრავ კლასში სადაც შეავსებენ სკოლაში . მივცემ ინსტრუქციას მოსწავლეებს შევსების ინსტრუქციას .

აქტივობა N3
დისკუსია-ფილმის ჩვენება სადაც მოცემულია ფაქტები დაცინვაზე და ჩაგვრაზე. აქტივობაში  მონაწილეობას მიიღებს სკოლი ადმინისტრაცია, მშობლები მოწვეული სტუმრები.

 მესამე შეხვედრა:
მესამე შეხვედრაზე მოხდება დღიურის განხილვა რამდენი სიკეთე გააკეთეს მთელი კვირის მანძილზე , ყველაზე მეტად რომელი სიკეთის კეთებისას იგრძნეს თავი ბედნიერება და კმაყოფილება საკუთარი თავის .  ვის რა აწყენინეს და ნანობენ თუ არა?

აქტივობა N6
ვამზადებთ  პატარა ბროშურებს ,, რატომ უნდა აკეთო სიკეთე“ რომელსც გავაცნობთ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, და სამახოვროდ შევინახავთ ჩვენს საკლასო ოთახში.

      პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, სადაც მოწვეული იქნება სხვა სკოლის წარმომადგენლები, მშობლები და ადმინისტრაცია

ხელისშემშლელი ფაქტორები: პროექტის განხორციელების ეტაპებზე შეიძლება გამოიკვეთოს რისკები და ხელისშემშლელი ფაქტორები
ყველა მოსწავლე ერთნაირი ინტერსით ვერ ჩაერთოს მუშაობაში; ტექნიკური რესურსების გაუმართაობა ღონისძიების განხორციელებისას,შესასრულებელი დავალებების ვადები, (ალტერნატივა -გამოვიყენებთ ინფორმაციის დამუშავება დახარისხების დროს ასევე პროექტის პრეზენტაციის დროს  ), მოწვეული მშობლების, სტუმრების დათქმულ შეხვედრებს, დისკუსიის დროს მათი გადატვირთული განრიგიდან გამომდინარე, (ალტერნატივა სკოლის  მასწავლებელი, სკოლის ექიმი)

პროექტის შედეგები: პროექტი შედეგიანია ვინაიდან იგი არებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც . რადგან ჩაგვრა დაცინვა და დაბეზღება დაწყებით კლასში მეტად პრობლემური საკითხია და ამის გამოსწორება და გათავისება თავიდანვე უნდა მოხდეს პატარა ასაკიდან რათა ნელ-ნელა და ეტაპობრივად  ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ადამიანებად ჰქონდეთ სხვისი გრძნობების თანაგანცდის უნარი.
პროექტის ხელმძღვანელი: თათია ხინტკირია
ბიუჯეტი: სკოლის წილი
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:




მონიტორინგი/ შეფასება ვის მიერ როდის რა კრიტერიუმებით  
პირველი შუალედური მონიტორინგი მასწავლებელი, მოსწავლეები პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი  
მეორე შუალედური მონიტორინგი მასწავლებელი პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი  
საბოლოო შეფასება მოსწავლეები პრეზენტაცია


        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:

პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები მონიტორინგის ინდიკატორები თარიღი  
ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას .

შეფასება

    პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება:

მონიტორინგი/ შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი, მოსწავლეები
4.XI. 2019წ
პროექტზე მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
მეორე შუალედური მონიტორინგი
მასწავლებელი
 11.XI. 2019წ
პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი
საბოლოო შეფასება
მოსწავლეები
25.XI. 2019 წ
პრეზენტაცია





        პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი:

პროექტის მონიტორინგისთვის საჭირო საქმიანობები
მონიტორინგის ინდიკატორები
თარიღი
1.      ვამოწმებთ მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციის სანდოობას
ვამოწმებთ მოძიებული ინფორმაციის, გამოყენებული ლიტერატურის, ინტერნეტსაიტების და სხვადასხვა წყაროების სანდოობას
7.XI. 2019 წ
2.      ვამოწმებთ პროექტის მიმდინარეობის შესაბამისობას თემასთან
მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციას ვაკავშირებთ თემასთან და ვუკეთებთ ანალიზს
14. XI. 2019 წ
3.      შედგა თუ არა ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობა
ვაკეთებთ ანონიმურ გამოკითხვას ჯგუფის წევრებს შორის
21.XI 2019 წ.
4.      ართმევენ თუ არა დაკისრებულ მოვალეობებს თავს
ვაკვირდებით მოსწავლეებს, რამდენად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს
დიახ
5.      იცავენ თუ არა დროის ლიმიტს
ვამოწმებთ პროექტის გეგმაში გაწერილ დროის ლიმიტს
დიახ



პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანმშრომლობა
დიახ შედგა
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია
მოტივაცია განაპირობა რესურსების ძიებამ.
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
დიახ
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი. იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
პასიურობა ჯგუფში არ აღინიშნებოდა.








No comments:

Post a Comment